Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

პეტროს ფილიპიდის პროცესი სააპელაციო სასამართლოში ნოემბრისთვის გადაიდო

პეტროს ფილიპიდის პროცესი სააპელაციო სასამართლოში ნოემბრისთვის გადაიდო

11 ნოემბრისთვის გადაიდო პეტროს ფილიპიდის სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში, რომელსაც ბრალი ედება მისი ორი კოლეგის გაუპატიურების მცდელობისთვის. მსახიობს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით დამნაშავედ იქნა ცნობილი და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 

სააპელაციო სასამათლომ საქმის განხილვა პეტროს ფილიპიდისის ადვოკატების შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ გადადო, რომელსაც ეთანხმებოდა პროკურორიც.

თუმცა ბრალდების მხარე ითხოვდა არა სასამართლო პროცესის გადადებას, არამედ შეწყვეტას. “გვინდა საბოლოოდ დასრულდეს სასამართლო პროცესები, რომლებიც ყოველ ჯერზე უახლებენ ჭრილობებს ძალადობის მსხვერპლ ქალებს.” – განაცხადა ბრალდების მხარემ.

ბრალდების მხარის მოთხოვნის მიუხედავად სასამართლო პროცესი მაინც გადაიდო. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ხმების უმრავლესობით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *