Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ყელიდან ოქროს ჯაჭვი ჩამოწყვიტეს და გაიქცნენ

ყელიდან ოქროს ჯაჭვი ჩამოწყვიტეს და გაიქცნენ

ΣΚΑΪ-ის კამერებმა ერთი უჩვეულო და ფრიად აღმაშფოთებელი ფაქტი დააფიქსირეს დილის გადაცემის ჩაწერისას სანაპიროზე.

სამშაბათს დილით, ალიმოს სანაპიროზე, ქალბატონს, რომელიც ზღვაში შესვლას აპირებდა, უკნიდან მიუახლოვდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ყელიდან ჯაჭვი ჩამოგლიჯა და გაიქცა.

ΣΚΑΪ-ის ჟურნალისტის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ეჭვმიტანილი დილიდანვე სეირნობდა სანაპიროზე თანამზრახველთან ერთად. ივარაუდება, რომ ამ ხერხით ისინი აკვირდებიან მსხვერპლებს და ირჩევენ, თუ ვისგან რისი მოპარვა სურთ. 

“ჩასაყვინთად ვემზადებოდი, პირჯვარი გადავიწერე და ოპ.. ჯვარი გამტაცეს..” – აცხადებს დაზარალებული ქალბატონი.

მისივე განცხადებით მოპარული ნივთი საკმაოდ ძვირადღირებულია და საკმაოდ მსხვილი ჯაჭვიც ჰქონდა ჯვარს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *