Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

დღეს ათონის მთიდან ათენში აქსიონ ესტის ღვთისმშობლის ხატი ჩამოაბრძანეს

აქსიონ ესტის ღვთისმშობლის ხატის ათონის მთიდან ათენში ჩამობრძანება დღეს დილით დაიწყო და მართლმადიდებელი მრევლი ორი კვირის განმავლობაში შეძლებს მოილოცოს იგი.

ათონის სამონასტრო კომპლექსის წმიდა თემის წევრებმა  ხატი  დაფნის პორტიდან ურანოპოლიში ჩააბრძანეს, ხოლო შემდეგ   სალონიკის “მაკედონიის” აეროპორტში, საიდანაც Aegean- ის სპეციალური რეისით ათენის “ელეფთერიოს ვენიზელოს” აეროპორტში 13:45 საათზე, მთავარეპისკოპოს იერონიმოსის თანდასწრებით მიიღეს.

აქსიონ ესტის ღვთისმშობელი ითვლება ათონის მთის უმნიშვნელოვანეს რელიქვიად , იგი დაბრძანებულია პროტატის წმინდა ტაძარში და იშვიათად ტოვებს ათონს .

ამ შემთხვევაში, წმინდა ხატის ათენში ჩამობრძანება    არქიეპისკოპოს იერონიმოსის უშუალო თხოვნით განხორციელდა.

ლიტურგიული მსვლელობა აგია დინამის სამლოცველოდან   დაიწყება და დასრულდება მეტროპოლიაში, სადაც ხატი მომლოცველთათვის 25 მაისამდე იქნება დაბრძანებული.

ხატს თან ახლავს  ათონის წმინდა თემის წინამძღოლები.

მიღების  ცერემონია საზეიმოდ წარიმართება ათენის  მიტროპოლიტის მოედანზე.

ამის შემდეგ პოლიტიკური, სახელმწიფო და სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლების თანდასწრებით,  ათენის საკათედრო ტაძარში წმინდა  ღვთისმსახურება  გაიმართება.

წმინდა  მსახურება ჩატარდება ყოველდღიურად-  ყოველ დილით საღმრთო ლიტურგია, შუადღეს ლოცვა,  ზოგიერთ დღეებში კი  წმინდა ლიტურგია.

კვირას მღვდელმთავარი ლიტურგიის დროს ტემპის ტრაგედიის შედეგად  დაღუპულთა სულებს მოიხსენიებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *