ამინდი: საბერძნეთი ორად გაიყოფა
ამინდი: საბერძნეთი ორად გაიყოფა
ძლიერი სიცხის ტალღა ისევ ჯიუტად რჩება ატმოსფეროში. OPEN-ის სინოპტიკოსმა კლეარხოს მარუსაკისმა დეტალურად განიხილა თუ ქვეყნის რომელ რეგიონებს დაარტყამს უფრო მეტად გვალვა.
სინოპტიკოსის პროგნოზის თანახმად ქვეყნის უმეტეს ნაწილში ტემპერატურა 37-39 გრადუსამდე იმერყევებს. საბერძნეთის დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში კი ტემპერატურა 42 გრადუსს მიაღწევს.
ათენსა და სალონიკში ტემპერატურა 39 გრადუსამდე გაიზრდება. კლეარხოს მარუსაკისმა აღნიშნა, რომ სიცხის ტალღა კვირიდან ან ორშაბათიდან ნელ-ნელა ჩამოშორდება ქვეყანას, რასაც მერყევი ამინდი და წვიმები მოყვება საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში.
მერყევი იქნება ამინდი შაბათ-კვირასაც. ქვეყანა ორ ნაწილად გაიყოფა. კერძოდ კი საღამოს საათებში თესალიაში მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან მოსალოდნელია წვიმა და შტორმი.
