ომონია: უცნობმა კაცმა 30 წლის გაუპატიურება სცადა
ომონია: უცნობმა კაცმა 30 წლის გაუპატიურება სცადა
ჯოჯოხეთური წუთები გაიარა 30 წლის გოგონამ, როდესაც მისთვის სრულიად უცნობმა კაცმა მისი გაუპატოირენა სცადა.
აღნიშნული შემთხვევა შაბათს გამთენიისას, 03:25 საათზე მოხდა. ვიდეოკადრებში, რომელსაც ტელეარხი Mega ავრცელებს, ჩანს ბოროტმოქმედი, რომელსაც აცვია თეთრი მაისური და უკან მიყვება გოგონას.
ომონიის ერთ-ერთ ვიწყო ქუჩაზე კი, როგორც გოგონა ჩვენებაში აცხადებს, ბოროტმოქმედმა მსხვერპლს ტელეფონი წაართვა, ყელში სწვდა და მისი გაუპატიურება სცადა.
30 წლის გოგონა თავდაცვის მიზნით ცდილობდა მოეგერიებინა მოძალადე, ყვიროდა და შველას ითხოვდა. სწორედ ყვირილის ფონზე მიუახლოვდა მათ ერთი მამაკაცი, რომელმაც გოგონა მოძალადისგან იხსნა.
დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.
Facebook Comments Box
