Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ომინია: 25 წლის გოგონას ამაღელვებელი განცხადება – პირზე ხელი ამაფარა და ჩემს გაუპატიურებას ცდილობდა

ომინია: 25 წლის გოგონას ამაღელვებელი განცხადება – პირზე ხელი ამაფარა და ჩემს გაუპატიურებას ცდილობდა

25 წლის გოგონა გუშინ ღამით ომონიაზე მომხდარ შემთხვევას იხსენებს და აკანკალებული ხმით ყვება ფაქტებს, რომლებიც ბუნდოვნად ახსოვს.

გოგონა მეგობრებთან ერთად სპექტაკლის სანახავად იყო წასული. მაშინ როცა სახლში ფეხით ბრუნდებოდა, ომონიაზე, მენანდრუს ქუჩაზე გაიაზრა, რომ ვიღაც აედევნა. იმისთვის რომ ჩამოშორებოდა უცნობ მამაკაცს გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა, თუმცა ბოროტმოქმედი შეშინებულ გოგონას უკან აედევნა. 

“2-3 წუთის განმავლობაში გვერდიგვერდ მივდიოდით. რაღაც მომენტში უკან უკან სვლა დავიწყდა, რადგან მივხვდი რომ მიახლოვდებოდა. მოვიდა და დამიჭირა, ერთი ხელი პირზე ამაფარა, ხოლო მეორე ხელი წელზე შემომხვია. ვკანკალებდი და ძალა არ მქონდა წინააღმდეგობა გამეწია. ადგილზე გავიყინე.”
“ბოლოს ხელი ვკარი, ვცდილობდი დავკვირვებოდი დანა ჰქონდა თუ არა. მეშინოდა რომ მომკლავდა. ისევ შემომიტია, პირზე ხელი ამაფარა და ყვიროდა “სექსი, სექსი”. როგორც კი მივხვდი რომ ვიწრო ქუჩისკენ მიმათრევდა ყვირილი დავიწყე, გამომდინარე იქიდან რომ ძალიან ხმამაღლა ვყვიროდი შეეშინდა. უკვე ვეღარ ვსუნთქავდი. პირველად ვიგრძენი ასე უმწეო მდგომარეობაში თავი.” – განაცხადა ძალადობის მსხვერპლმა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *