2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა
2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა
26 ივლისს, პარიზში, ოლიმპიადის გახსნის ცერენომია გაიმართა. ათასობით სპორტსმენი, ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა გუნდების წევრები, სხვადასხვა ზომის გემებიდან მიესალმა მაყურებელს პარიზის ცენტრში, მდინარე სენაზე.

ღონისძიებამ დაახლოვებით 4 საათი გასტანა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ლედი გაგამ და სელინ დიონმა,რომელიც დაუბრუნდა სცენას ოთხწლიანი ავადმყოფობის შემდეგ და ედიტ პიაფის “L’Hymne à l’amour” ეიფელის კოშკიდან შეასრულა.
პარიზის შოუს თვალყურს ადევნებდა 300,000 გულშემატკივარი.
ოლიმპიური თამაშები 11 აგვისტომდე გაგრძელდება. ძირითადი შეჯიბრებები პარიზში მოეწყობა, თუმცა სპორტული ასპარეზობა გაიმართება საფრანგეთის არაერთ სხვა ქალაქში, ხოლო სერფინგის მოყვარულებს სპორტის ამ სახეობაში შეჯიბრის ხილვა კი საფრანგეთის პოლინეზიაში, ტაიტიზე შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გუნდში ამჯერად 28 ოლიმპიელია, მათგან 7 – ქალი.
