Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
პოლიტიკასაბერძნეთი

რატომ იწვევს კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრუქტურების ფუნქციონირებაში ცვლილების შეტანას, ამდენ უარყოფით რეაქციას

რატომ იწვევს კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრუქტურების ფუნქციონირებაში ცვლილების შეტანას, ამდენ უარყოფით რეაქციას

პარლამენტში კენჭისყრისთვის შეტანილი კანონის გასაპროტესტებლად დღეს ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პირები გამოვიდნენ. 

150-ზე მეტი ორგანიზაცია, მათ შორის სხვადასხვა ნარკოტიკულ ნივთიერებევზე დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციები, აპროტესტებენ კანონპროექტს, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრუქტურების ფუნქციონირების ახალ გზას სთავაზობს საბერძნეთის მოსახლეობას.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ცვლილებების გარდა, კანონპროექტი ასევე მოიცავს რეგულაციას, რომელიც ექიმებს, რომლებიც კერძო კლინიკებში მუშაობენ, ავალდებულებს, დაეხმარონ მორიგე საავადმყოფოებს სამედიცინო პერსონალის ნაკლებობის აღმოსაფხვრელად. აღნიშნულმა რეგულიაციამ სამედიცინო სამყაროში უარყოფითი რეაქციების ქარიშხალი გამოიწვია.

“მოვითხოვთ არ იქნეს მიღებული კანონი, რომელიც სრულიად ახდენს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრივატიზაციასა და კომერციალიზაციას.” – აცხადებს საბერძნეთის ექიმთა ასოციაციის წარმომადგენელი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *