ქსანთი: ავტოსაგზაო შემთხვევამ 15 წლის გოგონას და 53 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა
ქსანთი: ავტოსაგზაო შემთხვევამ 15 წლის გოგონას და 53 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 3 პირი კი მძიმედ დაშავდა.
უბედური შემთხვევა გუშინ საღამოს ნეა კესანი-ავატუს რეგიონალურ გზაზე მოხდა.
18:45 საათზე ავტომანქანა, რომელსაც 53 წლის მძღოლი მართავდა 48 წლის ქალბატონთან და 3 15 წლის გოგონასთან ერთად შეეჯახა ავტომანქანას, რომელსაც 57 წლის მძღოლი მართავდა.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შეჯახების შედეგად გარდაიცვალა 53 წლის მძღოლი და მგზავრთაგან ერთ-ერთი 15 წლის გოგონა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები ქსანთისა და ალექსანდრუპოლის საავადმყოფოებში გადაიყვანა.
მიმდინარეობს გამოძიება ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
Facebook Comments Box
