Latest news
სალონიკი: იორკის უნივერსიტეტს იურიდიული ფაკულტეტი დაემატა წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 58 წლის კაცს, რომელსაც ბრალად 8 წლის ბავშვის დახრჩობის მცდელობა ედება საბერძნეთში ΟΠΕΚΕΠΕ-ს უკანონო სუბსიდიების საქმეზე ორ მაღალჩინოსანს პატიმრობა მიუსაჯეს ცენტრალურ მაკედონიასა და იპიროზე წყლის დეფიციტის დასაძლევად 7 ახალი პროექტი დაფინანსდება სიდნეი 2026: XII საერთაშორისო საზაფხულო საუნივერსიტეტო პროგრამა გამოქვეყნდა აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს
შაბათი, ივლისი 4, 2026
ჯანმრთელობასაბერძნეთი

დასავლეთ ნილოსის ინფექცია – ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს კოღოებისგან თავის არიდებას ურჩევს

დასავლეთ ნილოსის ინფექცია – ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს კოღოებისგან თავის არიდებას ურჩევს
განცხადებაში, რომელიც საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა ორშაბათს შუადღეს, მოქალაქეებს მოუწოდებს თავი დაიცვან კოღოებისგან, რადგან დასავლეთ ნილოსის ინფექციით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა თანდათან იზრდება საბერძნეთში. განცხადების თანახმად 2024 წელს ბოლო 5 წლის განმავლობაში ინფექციით დაინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.
დასავლეთ ნილოსის ინფექცია ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში ხვდება დაინფიცირებული კოღოს ნაკბენით. ვირუსი არ ვრცელდება იმ ადამიანის შეხებით ან კოცნით ვინც კოღოს ნაკბენით დაინფიცირდა. დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობას ინფექციის ნიშნები არ აღენიშნებათ ან აწუხებთ მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები, როგორიცაა ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, თუმცა დაავადების გართულებულმა ფორმამ შესაძლებელია გამოიწვიოს ტვინის ანთებაც კი.

ინფექციის მსუბუქი ნიშნები როგორც წესი თავისით ქრება, უფრო მწვავე სიმპტომები მაგალითად აუტანელი თავის ტკივილი, ცხელება, დისორიენტაცია და უეცარი სისუსტე გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *