Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
კვირა, აპრილი 26, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

მამა 9 წლის შვილს 5 წლის განმავლობაში აუპატიურებდა – ემუქრებოდა, რომ ხმა არ ამოეღო

მამა 9 წლის შვილს 5 წლის განმავლობაში აუპატიურებდა – ემუქრებოდა, რომ ხმა არ ამოეღო

სპარტის მაცხოვრებლები შეძრა მამისა და შვილის ისტორიამ, რომელიც ბოლო 24 საათის განმავლობაში აქტუალურობას არ კარგავს. 

პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრალდებულის ყოფილი მეუღლე განყოფილებაში მივიდა და განაცხადა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი ქმარი საკუთარ გოგონაზე სექსუალურად ძალადობდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არასრულწლოვანის დედამ ეჭვი მაშინ შეიტანა მის მეუღლეში, როცა გოგონას ძმამ თავდაცვის საშუალება შენიშნა და მამას კითხა რისთვის გამოიყენებოდა აღნიშნული ნივთი, მამამ კი უპასუხა, რომ მისი მეგობრის ნივთი იყო. თუმცა სახლში დაბრუნებისას ბიჭმა ყელაფერი მოუყვა დედას. საუბარს შეესწრო მისი დაც, რომელიც იმავე ოთახში იმყოფებოდა. როდესაც გოგონამ მოისმინა ისტორია, რომელსაც ძმა დედას უყვებოდა ტირილი დაიწყო და დედას მოუყვა ყველაფერი და უთხრა, რომ მამა მას წლებია ემუქრება, რომ თუ სადმე მოყვება რომ მასზე სექსუალურად ძალადობს, დაიჭერენ.

ძალადობის ფაქტები დამნაშავეს ტელეფონშიც ჰქონდა შენახული. პოლიციამ დაკავებულის ტელეფონიდან 79 არასრულწლოვნის ფოტოსურათი ამოიღო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *