Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სალონიკი: პოლიციამ 38 წლის კაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა 

სალონიკი: პოლიციამ 38 წლის კაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა 

სალონიკში პოლიციამ 38 წლის კაცი დააკავა განზრახ მკვლელობის ბრალდებით. დაკავებული 58 წლის კაცს, რომელთანაც პირადი დაპირისპირება აკავშირებდა, დაეჯახა მანქანით და სასიკვდილო ტრამვები მიაყენა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნული შემთხვევა 18:30 საათზე ნიკიფორუ ურანუს ქუჩაზე მოხდა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა მანქანა მსხვერპლის მიმართულებით დაძრა, შეჯახების შედეგად მსხვერპლი კედელს მიასკდა და ტანისა და ქვედა კიდურების არეში მიიღო დაზიანებები. ცნობილია, რომ გარდაცვლილსა და დაკავებულს თანხის გამო ჰქონდათ უთანხმოება.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების დროს ინსულტი დაემართა და გარდაიცვალა.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებული წარსულში ნასამართლებია ნარკოტიკების უკანონო ფლობა, გამოყენება, გაყიდვისთვის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *