Latest news
საბერძნეთში ძაღლივით მექცევიან, ერთ დღეს მივალ მათ ოფისებში და ყველას დავკბენ - რას წერს პრესას 89 წ... მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება
ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

პროკურორმა 3 პაკისტანის მოქალაქე გაათავისუფლა, რომელთაც ბრალი 23 წლის ტურისტის გაუპატიურებაში ედებათ – ბოროტმოქმედებს ტელეფონში გაუპატიურების ამსახველი კადრები ჰქონდათ

პროკურორმა 3 პაკისტანის მოქალაქე გაათავისუფლა, რომელთაც ბრალი 23 წლის ტურისტის გაუპატიურებაში ედებათ – ბოროტმოქმედებს ტელეფონში გაუპატიურების ამსახველი კადრები ჰქონდათ

კუნძულ მიკონოსზე მომხდარი სულისშემძვრელი შემთხვევის მთავარი გმირების დროებით განთავისუფლების გადაწყვეტილება მოიღო პროკურორმა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ

იქნა მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავები ფლობენ გაუპატიურების ამსახველ ვიდეომასალას, რომელიც დამნაშავეების ტელეფონებიდან ამოიღეს.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 23 წლის ტურისტია სამხრეთ აფრიკიდან, რომელიც საზაფხულო შვებულებას ატარებდა კუნძულზე.

აღნიშნული შემთხვევა 30 ივნისს, გამთენიისას მოხდა, თუმცა პოლიციამ მოძალადეების დაკავება 24 აგვისტომდე ვერ მოახერხა.

ვიდეომასალის შესწავლის და მოწმეების ჩვენებების შემდეგ დადგინდა, რომ დამნაშავეები პაკისტანის მოქალაქეები არიან, რომლებმაც დაკავებისთანავე მისცეს აღიარებითი ჩვენება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბოროტმოქმედებს ტელეფონში ჰქონდათ ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს თუ როგორ უმოწყალოდ ექცევიან გოგონას, რომელმაც გონება დაკარგა.

ამ დრომდე უცნობია თუ რატომ მიიღო პროკურორმა დაკავებულების განთავისუფლების გადაწყვეტილება, როცა ყველა ხელმოსაჭიდი მტკიცებულება ჰქონდა ხელთ მათთვის დროებითი პატიმრობის შეფარდებისთვის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *