ხალკიდიკი: საბედისწერო ატრაქციონი ძველი – მეორადი ნაწილებისგან იყო აწყობილი
ხალკიდიკი: საბედისწერო ატრაქციონი ძველი – მეორადი ნაწილებისგან იყო აწყობილი
ყოველდღიურად ახალი აღმოჩენა კეთდება ხალკიდიკში, პევკოხორში მდებარე ლუნა პარკთან დაკავშირებით, სადაც 19 წლის იანნიმ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.
ატრაქციონი, რომელმაც იანნის სიცოცხლე იმსხვერპლა, ტექნიკური დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ძველი-მეორადი ნაწილებით იყო აწყობილი.
ექსპერტების დასკვნით დადგინდა, რომ სრულიად შესაძლებელი იყო 19 წლის ბიჭის სიცოცხლის მოსპობის თავიდან არიდება.
ექსპერტიზის თანახმად 19 წლის მოზარდის სიკვდილი გამოიწვია ლითონის საყრდენის ჩამტვრევამ. საყრდენი გატყდა არა გადაჭარბებული სიჩქარის გამო, არამედ იმის გამო, რომ ატრაქციონის ნაწილები იყო მეორადი და ძველი.
ექსპერტის მიერ გაკეთებული დასკვნის თანახმად მათ, ვინც ატრაქციონი მეორადი ნაწილებისგან ააწყვეს იცოდნენ, რომ რაღაც მომენტში ატრაქციონი მწყობრიდან გამოვიდოდა და შეეძლოთ რაიმე ეღონათ ამის თავიდან ასაცილებლად.
