Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

კალითეა: ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის გოგონა ემსხვერპლა

კალითეაში,  ორშაბათს,  თეესოსა და სპარტის ქუჩების შეერთებაზე   მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის გოგონა გარდაიცვალა.

ავტომობილი, რომელიც მოძრაობდა შუა ზოლზე,  არასრულწლოვანს მაშინ დაეჯახა,  როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.

შეჯახების შემდეგ შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა და მოზარდი თავის ტვინის მძიმე დაზიანებით ნიცას გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმები  ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ მისთვის  სიცოცხლე, მაგრამ გოგონას გადარჩენა ვერ  შეძლეს.

იგი  მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოჯახის ახლო ნათესავის თქმით,  მშობლები მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან.  ისინი პირდაპირ საავადმყოფოში გაიქცნენ და იქ გაიგეს, რომ მათი შვილი გარდაიცვალა.

ავტოსატრანსპორტო საშუალების 32 წლის მძღოლი დააკავეს და ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევა  რათა დადგინდეს, იყო თუ არა ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ შემთხვევის დროს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შედეგი უარყოფითი იყო.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *