Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

ქსილოკასტროში გაჩენილი ხანძრის მასშტაბები სატელიტით განისაზღვრა – სადამდე მიაღწია კვამლმა

ქსილოკასტროში გაჩენილი ხანძრის მასშტაბები სატელიტით განისაზღვრა – სადამდე მიაღწია კვამლმა

უკვე მეოთხე დღეა მეხანძრეები თავდაუზოგავად იბრძვიან ქსილოკასტროში კვირას დილით გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად. შეგახსენებთ, რომ ხანძარმა 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 40 000 ჰექტარზე მეტი გადაწვა. 

სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხანძარს ამდროისთვის აქტიური კერა უკვე აღარ აქვს, თუმცა მიუვალ ადგილებში მიმოფანტული პატარა კერები ისევ აქტიურია. პატარა ხანძრის კერების ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ მეხანძრეები.

უკვე კვირიდან ატმოსფეროში შეინიშნებოდა მხუთავი ჰაერების მაღალი მაჩვენებელი ათენის ბევრ უბანში. მხუთავი აერები, კვამლი და ფერფლი ძლიერი ქარის გამო მალევე მოედო დიდ და ხანძრისაგან საკმაოდ მოშორებით მდებარე ტერიტორიებს. გამომდინარე აქედან ექსპერტები განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც სასუნთ გზებზე პრობლემები აქვთ.

ევროკავშირის დედამიწაზე დაკვირვების პროგრამიდან, კოპერნიკიდან ჩანს, რომ თანამგზავრმა საკმაოდ მკვრივი კვამლი დააფიქსირა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *