Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სიგრუზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 2 პირი დაშავდა

სიგრუზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 2 პირი დაშავდა

მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარივით განვითარდა მოვლენები სიგრუს გამზირზე გუშინ ღამით, როდესაც ერთმა კაცმა სროლა ატეხა 35 და 22 წლის ბიჭების მიმართულებით. სროლის შედეგად 35 წლის ბიჭი ხელის არეში დაშავდა.

სისხლიანი შეტაკება გამთენიის 2:30 საათზე დაიწყო. შავი ავტომანქანიდან 2 პირი გადმოვიდა და ჩხუბი დაუწყო 2 ახალგაზრდას, რომლებიც მოტოციკლეტით გადაადგილდებოდნენ. შელაპარაკება მალევე გადაიზარდა ჩხუბში. 22 წლის ბიჭი თავის არეში დაშავდა, ხოლო 35 წლის ბიჭს კი ხელში ესროლეს. 

თავდამსხმელები იმავე ავტომანქანით მიიმალნენ ადგილიდან, ხოლო დაშავებულები კი ვულაში მდებარე საავადმყოფოში მათივე სატრანსპორტო საშუალებით მივიდნენ. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *