სალონიკი: სახლში 4 ემიგრანტი ჰყავდა გამომწყვდეული და თავისუფლების სანაცვლოდ ფულს სთხოვდა
სალონიკი: სახლში 4 ემიგრანტი ჰყავდა გამომწყვდეული და თავისუფლების სანაცვლოდ ფულს სთხოვდა
სალონიკის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ბინაში 52 წლის საბერძნეთის მოქალაქეს 4 ემიგრანტი ჰყავდა გამომწყვდეული, რომლებსაც 1 500 ევროს ოდენობის თანხის გადახდას სთხოვდა თავისუფლების სანაცვლოდ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 4 ემიგრანტი მაროკოს მოქალაქეები არიან, რომლებიც საბერძნეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შემოვიდნენ. საბერძნეთის საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ მათზე “პასუხისმგებლობა” 52 წლის საბერძნეთის მოქალაქემ აიღო და საკუთარ ბინაში გადაიყვანა. დაზარალებულების მიერ პოლიციისთვის მიცემული ჩვენების თანახმად დაკავებულმა ისინი მათი ნების წინააღმდეგ გამოკეტა სახლში.
პოლიციამ დამნაშავე დღეს დილით დააკავა.
Facebook Comments Box
