Latest news
მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ნიკეა: 10 წლის გოგონა ოთხმა თანაკლასელმა უმოწყალოდ სცემა

ნიკეა: 10 წლის გოგონა ოთხმა თანაკლასელმა უმოწყალოდ სცემა

კიდევ ერთი ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა სკოლის ტერიტორიაზე ოთხშაბათს დილით , როცა 10 წლი გოგონა მისმა თანაკლასელებმა უმოწყალოდ სცემეს.

თანაკლასელები გოგონას თავს სკოლის ეზოში დაესხნენ სხვა სკოლის მოსწავლეების თვალწინ, რომლებიც ინტერესით ადევნებდნენ თვალს ჩხუბს. 

protothema.gr-თან დაშავებულის დედამ ისაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ მასწავლებელმა არაფერი გააკეთა მისი შვილის დასაცავად არაფერი გააკეთა და იმის შესახებ, რომ მათ შვილს თავს დაესხნენ მხოლოდ გაკვეთილების დასრულების შემდეგ შეატყობინა. 

“ტელეფონზეც კი არ დაურეკავთ, რომ ეთქვათ რა მოხდა. 4 თანატოლი ურტყამდა და 20 სკოლის მოსწავლე სეირს ადევნებდა თვალს. ჩემმა შვილმა მათ მიზეზი ჰკითხა, თუ რატომ აბულინგებდნენ. მათთავის არც უყვირია, არც ხელი დაურტყამს. თავდამსხმელებმა სახის და სხეულის არეში ურტყეს. თავისა და თვალების არეში მიყენებული აქვს მნიშვნელოვანი დაზიანებები. მე ჩემი ქმრისგან გავიგე რაც მოხდა. 11:00 საათზე სცემეს ჩემი შვილი და როდესაც ჩემი მეუღლე ბავშვის სკოლიდან გამოსაყვანად სკოლაში მივიდა 13:15 საათზე მაშინ გაიგო რა მოხდა. რამდენადაც ვიცი ჩხუბის ერთ-ერთმა თვითმხილველმა მასწავლებელს დაუძახა საშველად, მასწავლებელი შეპირდა რომ მივიდოდა, მაგრამ არასდროს მისულა შემთხვევის ადგილას. 2 საათის განმავლობაში ჩემი შვილი ნაცემი იყო სკოლაში.” – აცხადებს დაშავებულის დედა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *