Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ჩინელი კაცი ბავშვებს დანით დაედევნა, რადგან იფიქრა რომ მის სახლებს სწორედ მათ დაუშინეს ნარინჯები

ჩინელი კაცი ბავშვებს დანით დაედევნა, რადგან იფიქრა რომ მის სახლებს სწორედ მათ დაუშინეს ნარინჯები

სულ რამდენიმე დღის წინ ხალანდრში დაფიქსირდა უცნაური შემთხვევა, რომელსაც სრულიად შესაძლებელი იყო ჰქონოდა ტრაგიკული დასასრული. მაშინ, როცა 3 ბავშვი ხალანდრში ერთ-ერთი სკოლის წინ გადაადგილდებოდა მათი მიმართულებით დაიძრა კაცი, რომელსაც ხელში უზარმაზარი დანა ეჭირა.

protothema.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნული პირის სახლის წინ, რომელიც ჩინეთის მოქალაქეა, რამდენიმე დღის წინ მისთვის უცნობი პირები შეიკრიბნენ და მის სახლს ნარინჯები დაუშინეს.

იხილეთ დანის ფოტო:

რამდენიმე დღის შემდეგ აღნიშნულმა პირმა დაინახა, თუ როგორ ჩაიარა სკოლის ამ სამმა მოსწავლემ მისი სახლის წინ და იფიქრა, რომ სწორედ ამ ბავშვებმა დაუშინეს ნარინჯები მის სახლს. განრისხებულ მდგომარეობაში კაცი სახლიდან დანით ხელში გამოვარდა და ბავშვებს დაედევნა. 

საბედნიეროდ აღნიშნულ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან ბავშვებმა მოახერხეს თავდამსხმელისგან თავის დაღწევა. 

პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა და დანა, რომლითაც ბავშვებს აედევნა მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დამალული იპოვა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *