Latest news
მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

კერკირა: მძღოლი ავტობუსში გარდაცვლილი იპოვეს

კერკირა: მძღოლი ავტობუსში გარდაცვლილი იპოვეს

საქალაქთაშორისო ავტობუსის ΚΤΕΛ-ის მძღოლი კერკირაზე, კერძოდ ნიმფონში ავტობუსში გარდაცვლილი იპოვეს.

Kerkyrasimera-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მძღოლს მის კოლეგასთან ერთად სკოლის მიკრო-ავტობუსით სკოლის მოსწავლეები უნდა გადაეყვანა თინალის რაიონამდე, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მძღოლი თავს შეუძლოდ გრძნობდა კოლეგამ შესთავაზა, რომ დამოუკიდებლად განახორციელებდა ზემოთ აღნიშნულ მარშრუტს.

თინალში ჩასვლის შემდეგ კოლეგამ მძღოლს დაურეკა თუმცა ტელეფონზე პასუხი არავინ გასცა. სწორედ ამიტომ უკან მიბრუნდა და ავტობუსში ასვლისას დაინახა, რომ მძღოლი უგონო მდგომარეობაში იყო. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაადგინა, რომ ავტობუსის მძღოლი უკვე გარდაცვლილი იყო და მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენას აზრი აღარ ჰქონდა. 

მიმდინარეობს გამოძიება გარდაცვალების მიზეზების დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *