ავლონა: ბანკომატებიდან 93 000 ევროს მოსაპარად მძარცველებმა მერიის შენობა ააფეთქეს
ავლონა: ბანკომატებიდან 93 000 ევროს მოსაპარად მძარცველებმა მერიის შენობა ააფეთქეს
ხუთშაბათს გამეთენიისას ავლონას მერიის შენობა ააფეთქეს.
ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აფეთქება გამთენიის 04:00 საათზე მოხდა.
აფეთქების მიზანი ორი ბანკომატის მწყობრიდან გამოყვანა იყო, რათა მძარცველებს თავისუფლად შეძლებოდათ აპარატებიდან თანხის მითვისება.
აფეთქების შედეგად შენობას დიდი მატერიალური ზიანი მიადგა, ხოლო ბანკომატებიდან კი მძარცველებმა 93 000 ევროს ოდენობის თანხა მოიპარეს.
მერიის შენობასთან ახლოს პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს დამწვარი ავტომანქანა, რომელზეც ვარაუდობენ, რომ მძარცველები გადასაადგილებლად იყენებდნენ.

Facebook Comments Box
