პილიო: პოლიციამ დააკავა მეთევზე, რომელმაც ბადეში გაბმული უგონო მდგომარეობაში მყოფი მყვინთავი უკან, ზღვაში გადააგდო
პილიო: პოლიციამ დააკავა მეთევზე, რომელმაც ბადეში გაბმული უგონო მდგომარეობაში მყოფი მყვინთავი უკან, ზღვაში გადააგდო
სასამართლომ დამნაშავედ სცნო 55 წლის მეთევზე, რომელმაც 2021 წლის სექტემბერში საკუთარ სათევზაო ბადეში გაბმული მყვინთავი უგონო მდგომარეობაში იპოვა და იმის ნაცვლად, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეეტყობინებინა მომხდარის შესახებ და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოეძახებინა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი მყვინთავი უკან, ზღვაში გადააგდო.
სასამართლომ მეთევზეს გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის 22 თვით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსებეთ, რომ აღნიშნული შემთხვევა 2021 წლის 12 სექტემბერს მოხდა ქსინოვრისში. მეთევზეს ბადეს ტევზაობისას 74 წლის მყვინთავი ამოყვა. როგორც კი მეთევზემ ბადეში გახვეული ადამიანი დაინახა ბადე წყალში მოისროლა.
დაკავებულმა სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ ცხედარი წყალში მოისროლა, თუმცა განაცხადა, რომ მყვინთავის სიკვდილთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
