ათინა-პატრას გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა
ათინა-პატრას გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა
პარასკევს, 25 ოქტომბერს გამთენიის 06:00 საათზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა.
ავარია პატრა ათენის ეროვნულ გზატკეცილზე კაფე “ხორიატიკო”-სთან მოხდა.
ფურგონი, რომელსაც მინები გადაჰქონდა რიოს მიმართულებით, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო იმავე მიმართულებით მიმავალ ავტომანქანას შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ავტომანქანიდან, რომელშიც 2 მგზავრი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მგზავრი გადმოვარდა და შემთხვევის ადგილიდან 15 მეტრში დაეცა, ხოლო ავტომანქანის მძღოლი კი მანქანაში მძიმედ დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარის დეტალებს იძიებს პატრის საგზაო პოლიცია.


Facebook Comments Box
