ნიკეა: ავტობუსი გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა
ნიკეა: ავტობუსი გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა
ორშაბათს დილით ტარსუს ქუჩაზე დამონტაჟებულმა დაცვის კამერებმა დააფიქსირეს თუ როგორ შეეჯახა ავტობუსი გაჩერებულ მანქანებს.
ვიდეოში ჩანს როგორ გადაადგილდება ავტომანქანა ლაოდიკიას ქუჩაზე და ეჯახება ავტობუსს, რომლის მძღოლის საჭეს ვეღარ იმორჩილებს და გაჩერებულ მანქანებს ეჯახება.
ამ დრომდე დაუდგენელია პირველი შეჯახების გამომწვევი მიზეზები. ავტობუსის მძღოლმა განაცხადა, რომ რაღაც გაიჭედა ავტობუსში და ამიტომ ვერ შეძლო საჭის დამორჩიელება.
შეჯახებას მსხვერპლი არ მოყოლია, თუმცა მატერიალური ზიანი მიადგა 5 ავტომანქანას.
Facebook Comments Box
