Latest news
დღეს ΟΑΚΑ-ს სცენაზე ლეგენდარული ჯგუფი Metallica იმღერებს მეტრო და ავტობუსები დღეს განსხვავებული განრიგით გადაადგილდებიან 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა ავიაკომპანია Ryanair-ი საბერძნეთის სახელმწიფოსგან საგადასახადო დავალიანების გაყინვას ითხოვს დღეს და ხვალ ათენში საერთაშორისო ველორბოლა გაიმართება ლეფკადა: რომ გვცოდნოდა, რომ დრონზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, ხელს არ მოვკიდებდით -... ოლიმპია კირიკუს გაუჩინარებიდან 30 წელი გავიდა Ryanair-ის კომერციული დირექტორი განცხადებას აქვეყნებს 9 მაისს დაგეგმილი Metallica-ს კონცერტზე დასასწრებად მსენელთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრ... რომელი გზები გადაიკეტება 9 და 10 მაისს საბერძნეთში საერთაშორისო ველორბოლის ფარგლებში
შაბათი, მაისი 9, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ქმარმა ცოლი საჩუქრის მიღებისთვის უმოწყალოდ სცემა

ქმარმა ცოლი საჩუქრის მიღებისთვის უმოწყალოდ სცემა

ვოლოსში, ალმიროსის დასახლებაში ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა როცა 38 წლის კაცმა ცოლი გონების დაკარგვამდე სცემა. დაშავებულს თავის, სახისა და მუცლის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული.

ყველაფერი კვირას, 24 ნოემბერს დაიწყო, როცა წყვილი სავახშმოდ იყო გასული მათ 3 მეგობართან ერთად. მეგობრებთან საუბრისას ცოლმა მათ საჩუქარი აჩვენა, რომელიც იმ ადამიანისგან მიიღო, ვინც მის მეუღლეს არ მოსწონდა. განრისხებული ქმარი ადგილზევე დაესხა თავს მის ცოლს და გულის წასვლამდე სცემა.

38 წლის კაცმა, რომელიც წარმოშობით ბულგარეთიდან არის, ნაცემი ცოლი ჯანმრთელობის ცენტრამდე მიიყვანა, კლინიკის შენობიდან მოშორებით დატოვა და თვითონ ადგილიდან მიიმალა. როდესაც ნაცემი ქალი კლინიკაში მივიდა თავის, სახის და მუცლის არეში მიყენებული ძლიერი დაზიანებების გამო ექიმებმა მისი ვოლოსის საავადმყოფოში გადაყვანა ჩათვალეს საჭიროდ. 

დაკავებულმა პროკურორთან დაკითხვაზე განაცხადა, რომ წარსულში მათ მსგავსი პრობლემები არ ჰქონიათ, რომ არ უნდოდა ცოლის ცემა, უბრალოდ განერვიულდა როცა დაინახა, რომ ვიღაც სხვისგან მიიღო საჩუქარი მისმა ცოლმა და ამიტომ დაარტყა ხელი. 

ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *