Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
დღესასწაულებისაბერძნეთი

მათთვის ვინც შავ პარასკევს სასურველი ნივთების შეძენა ვერ შეძლეს წინ Cyber ორშაბათია

მათთვის ვინც შავ პარასკევს სასურველი ნივთების შეძენა ვერ შეძლეს წინ Cyber ორშაბათია

29 ნოემბერი დიდი ფასდაკლებების დღეა.

ნოემბრის თვის ბოლო პარასკევი შავი პარასკევის სახელითაა ცნობილი იმ მასშტაბური ფასდაკლებების და აქციების გამო, რომლებსაც ყოველ წელს გვთავაზობს მრავალი მაღაზია.

სტატისტიკის შედეგებზე დაყრდნობით საბერძნეთის მოსახლეობის უმეტესობა შავ პარასკევს, ფასდაკლებებზე უმეტესწილად ტექნოლოგიას ყიდულობს.

მათთვის, ვინც დღეს საყიდლებზე გასვლას ვერ ასწრებს, თუმცა სურვილი აქვს შეღავათიან ფასებში შეიძინოს საშობაოდ საჩუქრები ოჯახის წევრებისთვის წინ  Cyber ორშაბათია, რომელიც ასევე დიდ ფასდაკლებებს სთავაზობს ინტერნეტ შოპინგის მოყვარულებს, 2 დეკემბერს. მომხმარებლები Cyber ორშაბათს ელექტრონულად შეძლებენ სასურველი მაღაზიებიდან ნივთების შეძენას.

აღსანიშნავია ისიც, რომ შავი პარასკევის ფასდაკლების პერიოდისთვის მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები კვირას, 1 დეკემბერსაც იმუშავებენ.

ათენის სავაჭრო ასოციაციის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განაცხადის თანახმად სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები დეკემბრის ყველა კვირა დღეს იმუშავებენ 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე გარდა 8 დეკემბრისა.

შეგახსენებთ, რომ შავი პარაკსევი მადლიერების დღის მეორე დღეს იმართება ყოველ წელს აშშ-ში. ეს დღე ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად და ზოგიერთ შტატში დასვენების დღედაც კი ითვლება. ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გამოიყენეს გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად, მადლიერების დღის მეორე დღეს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *