Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ტრიკალაში სასკოლო ექსკურსიის დროს ავტობუსში მგზავრების დასაშვებ რაოდენობაზე ორით მეტი მოსწავლე იპოვეს

ტრიკალაში სასკოლო ექსკურსიის დროს, ავტობუსში მგზავრების დასაშვებ რაოდენობაზე ორი მოსწავლით მეტი იპოვეს.

როდესაც პოლიციამ ავტობუსი შემოწმებისთვის გააჩერა  აღმოჩნდა,  რომ ერთი მოსწავლე  სავარძლების  წინ, იატაკზე  იჯდა, ხოლო მისი  თანაკლასელი კი ქურთუკის ქვეშ იმალებოდა.

ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა გასაუბრებისას  აღნიშნა: „პოლიცია ჯერ ერთი ავტობუსის შესამოწმებლად გაჩერდა, სადაც სკამების ქვეშ დამალული ორი ბავშვი იპოვეს.

თუმცა, სანამ ამ ავტობუსში პროცესი მიმდინარეობდა, მეორეს მძღოლსაც ტელეფონით აცნობეს შემოწმების შესახებ.

ამის შემდეგ ავტობუსები პოლიციის თანხლებით დაბრუნდნენ ფარკადონას უმაღლეს სკოლაში, სადაც  დარღვევა დადასტურდა და პირველი ავტობუსის მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთვა.”

თავის მხრივ, სკოლის დირექტორმა აღიარა, რომ ავტობუსში კიდევ ორი ​​ბავშვი იმყოფებოდა.

“დილით ჩემს კაბინეტში ორი  ბავშვი შემოვიდა თხოვნით, რომ ისინიც წაგვეყვანა ექსკურსიაზე. მე-3 საშუალო სკოლას ამთავრებდნენ, ატესტატს იღებდნენ და ჩავთვალე  დატოვებით გულს ვატკენდი, ამიტომ  გადავწყვიტე წაგვეყვანა ისინიც და  რამენაირად  გავუმკლავდებოდით.

მძღოლს და  სადგურის გამგესაც  შევუთანხმდი დამატებით ბავშვების  წაყვანაზე და ისინიც დამთანხმდნენ,  თუ წავიყვანდით   კიდევ ორ ბავშვს, ამით  არაფერი დაშავდებოდა,  რადგან  შორ მანძილზე არ მივდიოდით “-განაცხადა სკოლის დირექტორმა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *