Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სალონიკი: 16 წლის ბიჭი სკოლის წინ ხუთმა თანატოლმა უმოწყალოდ სცემა

სალონიკი: 16 წლის ბიჭი სკოლის წინ ხუთმა თანატოლმა უმოწყალოდ სცემა

იპოკრატიუს ბავშვთა საავადმყოფოში გადის მკურნალობას 16 წლის სკოლის მოსწავლე, რომელსაც თავს 5 ახალგაზრდა დაესხა სალონიკში მდებარე მე-18 სკოლის წინ.

პოლიციის განყოფიებაში ზარი თავდასხმასთან დაკავშირებით შუადღის 13:30 საათზე შევიდა. ზარის შესვლიდან მალევე კი პოლიციის ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა, თუმცა ადგილზე უკვე აღარავინ იმყოფებოდა. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაშავებული სკოლის მოსწავლე საავადმყოფოში მშობლებმა გადაიყვანეს. 16 წლის ნიჭს დაზიანებები აღენიშნება თავისა და სახის არეში.

ექიმების განცხადების თანახმად ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ საჭიროა მისი საავადმყოფოში გაჩერება, რათა თვალყური ადევნონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის განვითარებას.

პოლიციაში დაშავებულის მშობლებს თავდამსხმელების წინააღმდეგ ჯერ საჩივარი არ შეუტანიათ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *