Latest news
საჩუქრები ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველთვის ამართლებს 19 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება როდემდე გასტანს წვიმიანი ამინდი საბერძნეთში საბერძნეთი: 23 აპრილს გიორგობა აღინიშნება მეტეორაზე მანდილების ჩვეულება გააცოცხლეს - იხილეთ მთამსვლელების ფოტოსურათები წმინდა გიორგის კლდიდან როგორ გამოიყურებოდა Google-ს ლოგო დედამიწის საერთაშორისო დღისთვის მეგობრებს შორის ატეხილი ჩხუბის შედეგად 19 წლის გოგონა ყელისა და თავის არეში მძიმე დაზიანებებით გადაი... ირაკლიო: ელევთერია იაკუმაკი გარდაცვლილი იპოვეს 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა ხუთშაბათიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

პატისია: ხრისტოს მარკოსის შემზარავი მკვლელობის საქმე – მოკლეს და თხრილში შიშველი გადააგდეს

პატისია: ხრისტოს მარკოსის შემზარავი მკვლელობის საქმე – მოკლეს და თხრილში შიშველი გადააგდეს

3 თვის წინ გაუჩინარებული ხრისტოს მარკოსი, რომელიც გაუჩინარებიდან 10 დღის შემდეგ იპოვეს თხრილში ჩაგდებული პატისიონისა და ღალაცის კვეთაზე მაისურის ამარა, მორგში 2 კვირა უპატრონოდ იყო დასვენებული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად როდესაც ხრისტოს მარკოსის ცხედარი იპოვეს სხეულს უკვე გახრწნა ჰქონდა დაწყებული. დამნაშავეებმა მოკლული მაისურის ამარა, ტანსაცმელისა და მხედველობის სათვალის გარეშე მოისროლეს თხრილში, რაც უამრავ შეკითხვას ბადებს ხრისტოს მარკოსის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით.

Τούνελ-თან საუბრისას ხრისტოს მარკოსის ძმამ განაცხადა: “ხრისტოსი მისი შვებულების მესამე კვირას გაუჩინარდა. მამა ურეკავდა შაბათ-კვირას მაგრამ არ პასუხობდა. ორშაბათს ისევ დავრეკეთ და ტელეფონს პოლიციელმა უპასუხა. ამ გეტოში, სადაც ხრისტოსი ცხოვრობდა, მე არასდროს მოვდიოდი. ამ უბანში 5-10 ევროს გულისთვის შეიძლება მოგკლან. გამუდმებით ვთხოვდი შეეცვალა უბანი, მაგრამ არ უნდოდა, იმიტომ რომ სამსახურთან იყო ახლოს. კომფორტულად გრძნობდა თავს. გაუჩინარებამდე რამდენიმე თვის წინ ვიღაცებთან ჩხუბიც მოუვიდა. სცემეს და ფული წაართვეს.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *