Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ევია: წინასწარი დაკავების საკანში განათავსეს და-ძმა, რომლებმაც მამა ბალიშით გაგუდეს

ევია: წინასწარი დაკავების საკანში განათავსეს და-ძმა, რომლებმაც მამა ბალიშით გაგუდეს

პროკურორისა და გამომძიებლის საერთო გადაწყვეტილებით გაიცა და-ძმის დაკავების ბრძანება, რომლებსაც ბრალი 66 წლის მამის მკვლელობაში ედებათ.

ბრალდებულები 22 წლის ბიჭი და 26 წლის გოგო არიან, რომელთა ადვოკატმაც დაკავების ბრძანების გაცემის შემდეგ განაცხადა, რომ ითხოვს ჩაუტარდეს ფსიქოანალიზი ორივე დაკავებულს. 

“გამომძიებლის მიერ ჩატარებული საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ, სადაც და-ძმას ჰქონდა შესაძლებლობა გამოეხატათ მათი პოზიცია და აღეწერათ ის ტრაგიკული მოვლენა, რომლისც შემსწრენიც გახდნენ, პროკურორისა და გამომძიებლის საერთო გადაწყვეტილებით მათი წინასწარი, დროებითი პატიმრობის განკარგულება გაიცა. ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ 22 წლის ბიჭზე მამამ იძალადა მაშინ, როცა ის 6 წლის იყო და სწორედ ეს გახდა შელაპარაკების დაწყების მიზეზი. დაკითხვაზე და-ძმამ ახსენა ასევე მესამე პირიც, რომელმაც მათ ამ ქმედებისკენ უბიძგა.” – განაცხადა დაკავებულების ადვოკატმა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *