კიდევ ერთი დაკავებული პოლიციელი, რომელიც ყოფილ პარტნიორს 2019 წლიდან სიცოცხლის მოსპობით ემუქრება
კიდევ ერთი დაკავებული პოლიციელი, რომელიც ყოფილ პარტნიორს 2019 წლიდან სიცოცხლის მოსპობით ემუქრება
შაბათს საღამოს პოლიციამ კიდევ ერთი პოლიციის თანამშრომელი დააკავა მისი ყოფილი პარტნიორის მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე.
protothema.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებულის ყოფილი პარტნიორი პოლიციის შენობაში საჩივრის დასაწერად შაბათს 18:30 საათზე მივიდა. საჩივრის თანახმად პოლიციელი ყოფილ პარტნიორს 2019 წლიდან ემუქრება და უკანასკნელი მუქარის ზარი 21 დეკემბერს მიიღო.
35 წლის ქალმა გაააქტიურა პანიკის ღილაკი, თუმცა თავშესაფარში გადაყვანაზე უარი განაცხადა.
პოლიციელს გამოძიების დასრულებამდე საქმის მასალების საფუძველზე შეუჩერდა სამსახურეუბრივი უფლებამოსილება.
Facebook Comments Box
