წარმოადგენს თუ არა საშიშროებას დედაქალაქის ქუჩების სესტემატიური დატბორვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის
წარმოადგენს თუ არა საშიშროებას დედაქალაქის ქუჩების სესტემატიური დატბორვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის
მაშინ როცა ათენის დატბორილ გამზირებსა და ქუჩებზე წინა წყალდიდობის მიერ გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად სამუშაოები ჯერ არ დაწყებული დედაქალაქში ძლიერი წვიმები და უამინდობის ფენომენი კიდევ ერთხელ შემოიჭრნენ.
ალიმოსა და კალამაკს შორის მიმდებარე ტერიტორიის ძლიერი წვიმების შედეგად დატბორვამ უამრავი პრობლემა მოუტანა ადგილობრივ მოსახლეობას. ალიმოსის მერმა, ანდრეას კონდილისისმა პარასკევს დილითვე აღიშნა, რომ აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად სულ მცირე 2 წელი მაინც არის საჭირო.
ΕΥΔΑΠ-ის პრესსამსახურის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად 3 თვე მაინც არის საჭირო იმისთვის, რომ შესწავლილ და შემუშავებულ იქნას პროექტი, რომლითაც შესაძლებელი იქნება წყალდიდობის მიერ გამოწვეული ზიანის გამოსწორება. 2025 წლის მარტიდან და დაიწყება აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის სამუშაოები.
ანდრეას კონდილოსმა აღიშნა, რომ ქუჩების დატბორვა კანალიზაციიდან წამოსულმა ნარჩენებმა გამოწვია.
ათენში დღეს, 13 იანვარს, ისევ შეუჩერებლად წვიმს და ისევ დატბორილია დედაქალაქის უამრავი ქუჩა თუ გამზირი. ხელისუფლების წარმომადგენლები და პასუხისმგებელი ორგანოები უმოქმედოდ რჩებიან მოსალოდნელი ბუნებრივი მოვლენებისგან გამოწვეული ზიანის თავიდან ასარიდებლად პრევენციული ზომების მისაღებად, ხოლო ზიანის ანაზღაურება და ბუნებრივი მოვლენების მიერ გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელი სამუშაოები კი დროში საკმაოდ გაწელილი პროცესია.
