Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ლეფკადა: სანაპიროზე მოთამაშე ბავშვებმა ბავშვის ცხედარი იპოვეს

ლეფკადას სანაპიროზე მყოფები  დღეს შემზარავი სანახაობის შემსწრე გახდნენ.

კერძოდ,  კოშკის  სანაპიროზე შეამჩნიეს  გარდაცვლილი ადამიანის თითქმის ჩონჩხად ქცეული გვამი, რომელიც  წელს  ქვემოთ წყალში იყო,  გავრცელებული ინფორმაციით,  სავარაუდოდ იგი ბავშვს ეკუთვნის.

ცხედარი ბავშვებმა აღმოაჩინეს,  რომლებიც ზღვაზე საბანაოდ   წასულები, იქვე  თამაშობდნენ და ზღვის პირას გაიქცნენ, რადგან თავდაპირველად კუ ეგონათ.

სანაპირო დაცვისა და პოლიციის თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ, რათა ცხედარი სასამართლო ექსპერტიზაზე გადაესვენებინათ.

პირველადი შეფასებით  გარდაცვლილი  არალეგალი ემიგრანტების გადაყვანისას   გემის ჩაძირვის შემდეგ  ზღვაში დაიხრჩო.

გამოძიებას ლეფკადას სანაპირო დაცვა აწარმოებს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *