კავალა: 52 წლის მამაკაცი საკუთარ ქალიშვილზე 18 წლის განმავლობაში ძალადობდა
კავალაში მცხოვრებ 52 წლის მამაკაცს , რომელიც 18 წლის განმავლობაში საკუთარ, გონებრივად ჩამორჩენილ ქალიშვილს აუპატიურებდა, გამომძიებლისა და პროკურორის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა .
პირველადი ინფორმაციით მამამ, რომელიც სექსუალურ ძალადობას ახორციელებდა თავის ქალიშვილზე აღიარა, რომ შვილთან ჰქონდა ურთიერთობა, თუმცა ამტკიცებდა, რომ მისი პროვოცირება სწორედ მან მოახდინა.
გამოძიების ინფორმაციით ბრალდებაში ნათქვამია, რომ მამა გოგონაზე სავარაუდოდ 8 წლის ასაკიდან ძალადობდა.
ოჯახი სავალალო პირობებში ცხოვრობდა, საჩივარი კი, სავარაუდოდ, ახლომდებარე დასახლებიდან ერთმა პირმა შეიტანა, რადგან მამაკაცის საეჭვო ქცევას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა.
აღსანიშნავია, რომ სახლში ბავშვების დედაც ცხოვრობდა.
ექიმმა მოითხოვა ოჯახის 11 წევრს – ექვსი მამაკაცს და ხუთ ქალს ჩაუტარდეს ექსპერტიზა, რათა გაირკვეს, რომელიმე მათგანი ხომ არ გახდა კიდევ დაკავებულის მსხვერპლი, ასევე მოსალოდნელია დნმ-ის ანალიზიც, რომელიც ნათელს მოჰფენს ვარაუდს, ხომ არ დაიბადა ოჯახის დანარჩენი წევრებიდან რომელიმე ბავშვი მამის მიერ მის ამჟამად 25 წლის ქალიშვილზე სისტემატიური სექსუალური ძალადობის შემდეგ.
