Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

სანტორინი: კუნძულს საფრთხეს უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობები უქმნიან

სანტორინი: კუნძულს საფრთხეს უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობები უქმნიან

ტელემაუწყებელ ΣΚΑΙ-ზე გეოლოგიის ლექტორმა და მიწისძვრისგან დაცვისა და პროგნოზის ორგანიზაციის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრის პაპანიკოლაოსმა ისაუბრა: “კუნძულ ამორღოსზე, ანაფისსა და იოსზე მიწისძვრიგან გამოწვეულ დიდ ზიანს არ ველით. პრობლემას მხოლოდ სანტორინი წარმოადგენს. სწორედ სანტორინზე იგრძნობა ყველაზე მეტად ბიძგები. 1956 წელსაც მიწისძვრა ამორღოსზე, სანტორინიდან 30 კილომეტრის დაშორებით მოხდა, თუმცა სანტორინი იყო სწორედ ის კუნძული, რომელიც მიწისძვრამ გაანადგურა, რადგან ბიძგების მიმართულება ისეთია, რომ სეისმური ენერგია სანტორინისკენ მიემართება დიდი სიმძავრით და მაშინაც ამ მიზეზით დაინგრა უამრავი სახლი კუნძულზე. დღეს მსგავსი მდგომარეობა არ გვაქვს. მოსალოდნელი მიწისძვრის საშუალო სიმძლავრე 6 ბალია. სახლებს, რომლებიც უსაფრთხოების ყველა ზომის გათვალისწინებით აქვთ აშენებული მეპატრონეებს, საფრთხე არ ემუქრებათ, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვი სასტუმროებზე და კერძო საკუთრებებზე, რომლებიც კუნძულის მაღალ ნაწილში აქვთ აშენებული. აღნიშულმა შენობა-ნაგებობებმა სრულიად შესაძლებელია გამოიწვიო მეწყერი და კატასტროფული ნგრევა.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *