პატრა: 4 ადამიანს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა
პატრა: 4 ადამიანს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა
ხელჩართული ბრძოლა გაიმართა შაბათს საღამოს პატრაში 4 ადამიანს შორის, რომლის მიზეზიც გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობია.
tempo24.news-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჩხუბის შედეგად 2 პირი მძიმედ დაშავდა, ხოლო დანარჩენი 2 კი, რომლებიც ბოშების, “რომა”, ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან, პოლიციის შემთხვევის ადგილზე გამოჩენისთანავე ადგილიდან მიიმალა, თუმცა ავტომანქანა ადგილზე დატოვეს.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმები აცხადებენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მიმდინარეობს გამოძიება დამნაშავეების დასაკავებლად.
Facebook Comments Box
