Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

უნდა დაასრულო დედაშენის სიცოცხლე – რას წერდა 15 წლის ბიჭი შეყვარებულს და რატომ უნდოდა რომ გოგონას დედამისი მოეკლა

უნდა დაასრულო დედაშენის სიცოცხლე – რას წერდა 15 წლის ბიჭი შეყვარებულს და რატომ უნდოდა რომ გოგონას დედამისი მოეკლა

შემზარავია 13 წლის გოგონასა და მისი შეყვარებულის პირადი მიმოწერა, რომელსაც protothema.gr ავრცელებს.

არასრულწლოვნების პირადი მიმოწერიდან ჩანს, რომ 15 წლის ბიჭი გოგონას აიძულებდა ტაბლეტები ჩაიში ჩაეყარა და დედამისისთვის ნამცხვართან ერთად მიეტანა:

15 წლის ბიჭი: რა ქენი? მოკალი?
13 წლის გოგო: არა, არ შემიძლია..
15 წლის ბიჭი: დღეს ღამით უნდა დაასრულო დედაშენის სიცოცხლე, აღარ შემიძლია უკვე.. მინდა რომ ერთად ვიცხოვროთ.
13 წლის გოგო: მე საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ.

არასრულწლოვანი გოგონას მამა აცხადებს, რომ გოგონას მისი შეყვარებული აიძულებდა დედის მოკვლას. უფრო მეტიც, გოგონას კომპიუტერში იპოვეს იმეილიც, რომელშიც ბიჭი გოგონას სთხოვდა მისი ორივე მშობელი მოეკლა.

“ჩემი შვილი იმან შეიაცდინა. ყველა მეუბნებოდა არ უნდა მიმეცა უფლება ჩემი შვილის გვერდით ყოფილიყო. კიდევ კარგი რომ ჩემი გოგონა გონს მოეგო. დღეს დილით გადაწყვიტა რომ ჩვენთვის ყველაფერი მოეყოლა. რაღაც ტაბლეტებს აძლევდა. გვეშინოდა რომ ნარკოტიკებს იღებდა, რადგან ძალიან შეცვლილი იყო და აგრესიული. თვითონაც სვამდა იმ ტაბლეტებს, რასაც მისი შეყვარებული აძლევდა. კოშმარებს ხედავდა ღამით..” – განაცხადა გოგონას მამამ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *