Latest news
ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა ლიოსიონ: დააკავეს მძღოლი, რომელიც 16 წლის გოგოს დაეჯახა ორშაბათიდან მოსწავლეები საკლასო ოთახებს უბრუნდებიან როდის იწყება ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები  მირტოს მამა გულისამაჩუყებელ განცხადებას აკეთებს ლეზვოს: რძის პროდუქტების მწარმოებელი ქარხანები დაიკეტა დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე
კვირა, აპრილი 19, 2026
ჯანმრთელობასაბერძნეთი

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების დღეა

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების დღეა

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მსოფლიო დღეა. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს გლობალური აქტივობების საჭიროებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინააღმდეგ, როცა ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ერთობლივად უნდა დააფიქსირონ ბავშთა ონკოლოგიური დაავადებების ნაციონალურ და გლობალურ პრიორიტედად აღიარების აუცილებლობა. 

2018 წლის 28 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დააანონსა ახალი ინიციატივა – დაბალ და მაღალ-განვითარებულ ქვეყნებს შორის ბავშვთა კიბოს გადარჩენის განსხვავებული მაჩვენებლების წინააღმდეგ ბრძოლა. ყოველწლიურად მსოფლიოში 300000-ზე მეტი 19 წლამდე ასაკის ბავშვი და მოზარდი ავადდება კიბოთი, რომელთა შორის ყოველი ათიდან რვა ცხოვრობს დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში და მათი გადარჩენის მაჩვენებელი 20%-ის ფარგლებში მერყეობს; მაშინ როცა, მაღალ-შემოსავლიან ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი 80%-ს აღემატება. ჯანმოს ბავშვთა კიბოს გლობალური ინიციატივის ძირითადი სამიზნე ტკივილის ელიმინაცია და 2030 წლისთვის კიბოს დიაგნოზის მქონე ნებისმიერი ბავშვისთვის 60%-იანი გადარჩენის მაჩვენებლის მიღწევაა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *