Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ავტოსაგზაო შემთხვევამ 15 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა 

ავტოსაგზაო შემთხვევამ 15 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა 

ფილიში დღეს დილით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 15 წლის ბიჭი და 2 მგზავრი კი მძიმედ დაშავდა. 

უბედური შემთხვევა დილის 07:00 საათზე მოხდა, როცა ავტომანქანის მძღოლმა, რომლითაც 4 ადამიანი იასმუს ქუჩაზე, ფილისკენ მიმავალ ნაკადში გადაადგილდებოდა, საჭეზე კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავარდა.

ავტომანქანა ჯერ გზის დამცავ ჯებირებს შეეჯახა, შემდეგ ზეთის ხილის ხეს და ბოლოს სახურავით მიწის ნაკვეთზე დაეცა.

ძლიერი შეჯახების შედეგად ავტომანქანა რკინის ერთიან მასად იქცა. 15 წლის ბიჭი მაშველებმა ავტომანქანიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს, ექიმების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არასრულწლოვანი ადგილზევე დაიღუპა. ერთ-ერთი მგზავრის გადასარჩენად ფეხის მოკვეთა გახდა საჭირო, ხოლო მეორე მგზავრის მოტავსება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გახდა საჭირო, ხოლო ავტომანქანის მძღოლს კი მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *