Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ტემბში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით შემდეგი მსვლელობა ოთხშაბათს, 5 მარტს იგეგმება

ტემბში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით შემდეგი მსვლელობა ოთხშაბათს, 5 მარტს იგეგმება

ოთხშაბათს, 5 მარტს, მაშინ როცა საბერძნეთის პარლამენტი დღის წესრიგში დაყენებულ რამდენიმე კანონპროექტის განსახილველად შეიკრიბება, საბერძეთის სხვადასხვა რეგიონში პარალელური საპროტესტო მსვლელობები იგეგმება ტემბში, 2023 წლის 28 თებერვალს მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 57 მგზავრის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით.

აქციის ორგანიზატორები უკვე ფედერაციები, პროფკავშირები, ასოციაციები და სტუდენტები არიან ლოზუნგით: “არა ხელის დაფარებას, არა უკან დახევას, სამართალი ტემბში დაღუპულებისთვის!”.

ათენში საპროტესტო მსვლელობა სინდაგმის მოედნიდან საღამოს 19:00 საათზე დაიწყება. 

სალონიკში იმავე საათზე ვენიზელუს ძეგლიდან.

საპროტესტო მსვლელობები იგეგმება ასევე ლარისაში, პატრაში, აღრინიოში, ალექსანდრიაში, არტაში, ვერიასა და საბერძნეთის კუნძლებზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *