Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

ხანიაში გაჩენილი ორივე ხანძარი კონტროლს ექვემდებარება

ხანიაში გაჩენილი ორივე ხანძარი კონტროლს ექვემდებარება

ხანიაში, აპოკორონაში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა კონტროლს ექვემდებარება სახანძრო სამსახურის დროული რეაგირების შედეგად.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი დღეს დილით გაჩნდა ტყის ტერიტორიაზე კალამიციში და მალევე მოედო დიდ ტერიტორიას ძლიერი ქარები გამო.

ცეცხლის დასამორჩილებლად 100-ზე მეტი მეხანძრე მუშაობდა.

ხანძრის დამორჩილება შუადღემდე ვერ შეძლო სახანძრო სამსახურმა, თუმცა ცეცხლის შეჩერება მანამ მოხდა, სანამ დასახლებულ ტერიტორიას მოედებოდა.

მეორე ხანძარი კოვროში აპოკორონუში გაჩნდა ეროვნული გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ხანძრის ჩასაქრობად 49 მეხანძრე 14 სახანძრო მანქანით მუშაობდა. ცეცხლის ჩაქრობაში სახანძრო სამსახურს ეხმარებოდა ვერტმფრენიც.

ამ დროისთვის ორივე ხანძარი კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ცეცხლის კერის სრულიად ჩაქრობა ძლიერი ქარების გამო ვერ ხერხდება.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *