დღეს 19:00 საათზე სიდაგმას მოედანზე კონცერტი გაიმართება
დღეს 19:00 საათზე სიდაგმას მოედანზე კონცერტი გაიმართება
დღეს, ხუთშაბათს, 13 მარტსაც გრძელდება საპროტესტო აქციები ტემბში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი 57 მგზავრის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით.
ამჟამად საპროტესტო აქციას როგორც სალონიკში, ასევე ათენშიც სტუდენტური თვითმმართველობები მართავენ. თუმცა საბერძნეთის მოსახლეობა მხოლოდ საპროტესტო მსვლელობებით არ შემოიფარგლება.
დღეს საღამოს 19:00 საათზე დაგეგმილია კონცერტიც, რომელიც ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად გაიმართება.
საბერძნეთის პოლიციის გადაწყვეტილებით 17:00 საათიდან არ იმუშავებენ მეტროსადგურები პანეპისტიმიო და სინდაგმა.
Facebook Comments Box
