Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

დავკარგე ჩემი ხარა, დავინახე როგორ დებდნენ ჩემი ცოლის ცხედარს პარკში.. – აცხადებს 50 წლის ქალის მეუღლე, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა

დავკარგე ჩემი ხარა, დავინახე როგორ დებდნენ ჩემი ცოლის ცხედარს პარკში.. – აცხადებს 50 წლის ქალის მეუღლე, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა

სულის შემძვრელია 50 წლის ქალის მეუღლის განცხადება, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა.

გარდაცვლილის მეუღლემ ტელემაუწყებელ MEGA-ზე ისაუბრა:

“ბავშვი ხელოვნების ცენტრში დატოვა და ლაგადაში საქმეებზე წავიდა. ბრუნდებოდა რომ ბავშვი ცენტრიდან გამოეყვანა. ძალიან რომ დააგვიანა დავურეკე და არ მიპასუხა. მერე ცენტრიდანაც დამირეკეს და მთხოვეს ბავშვი გამომეყვანა. რომ ვკითხე ხარა მივიდა თუ არა უარყოფითად მიპასუხეს და მითხრეს, რომ შეიძლება იმ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა, რომელიც ცენტრთან ახლოს მოხდა. წავედი, ბავშვი გამოვიყვანე. გზად ნაცნობი შემხვდა და ვკითხე თუ რა მოხდა და მიპასუხა, რომ ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ვკითე თუ რა ფერის მანქანები შეეჯახნენ ერთმანეთს და მითხრა: “ლურჯი და თეთრი”. როგორც კი გავიგე ფერი ლურჯი მაშინვე მივხვდი თუ რატომ არ მიპასუხა ტელეფონზე.. მივუახლოვდი დალეწილ მანქანას და დავინახე თუ როგორ გადმოჰყავდათ ჩემი მეუღლის ცხედარი მანქანიდან და დებდნენ პარკში..”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *