კარდამილი: მოხუცებული წყალში გადავარდა – მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს
კარდამილი: მოხუცებული წყალში გადავარდა – მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს
გუშინ საღამოს, სალიოში ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე 87 წლის კაცმა, რომელსაც გადაადგილების პრობლემები ჰქონდა.
გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო კაცი ელექტრონულ ეტლზე იჯდა და სანაპიროზე გადაადგილდებოდა როცა ზღვაში გადავარდა.
აღნიშნული შემთხვევა გამვლელებმა დააფიქსირეს და დახმარება სცადეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი სანაპიროზე ამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. თუმცა დაშავებულის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დადგინდა, რომ 87 წლის კაცს აღარ აღენიშნებოდა სიცოცხლის ნიშნები.
Facebook Comments Box
