Latest news
მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
სამშაბათი, აპრილი 28, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

ცერემონია, რომლის დროსაც მაცხოვრის საფლავის ტაძრის კუვუკლიიდან, ყოველწლიურად აღდგომის წინა დღეს წმინდა ცეცხლი გამოაქვთ.

ცერემონია, რომლის დროსაც მაცხოვრის საფლავის ტაძრის კუვუკლიიდან, ყოველწლიურად აღდგომის წინა დღეს წმინდა ცეცხლი გამოაქვთ.

მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, წინდა ცეცხლის გარდამოსვლა ხდება ყოველწლიურად, მართლმადიდებლური აღდგომის წინა დღეს. გადმოცემის თანახმად, წარსულში იესოს აკლდამაში, კონკრეტულად კი, მარმარილოს ფილიდან, რომელიც მის განსასვენებელ ქვის ფილას ფარავს, ჩნდებოდა ლურჯი ფერის სინათლე. აღნიშნული მარმარილოს ფილა ამჟამად ძველ იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავის ტაძარშია განთავსებული. ადრე ითვლებოდა, რომ აღნიშნული სინათლე იღებდა ცეცხლის სვეტის ფორმას, რომლიდანაც სანთლები ინთებოდა. ასევე, არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმად წმინდა ნათელი სპონტანურად ანთებს ეკლესიაში არსებულ სანთლებს და კანდელებს. მომლოცველები და სამღვდელოება ხშირად ამობენ, რომ წმინდა ცეცხლი მათ არ წვავს.

ცეცხლის ანთებამდე პატრიარქი ეკვდერში, ქვის წინაშე იჩოქებს, ხოლო მრევლი გარეთ ელოდება. ცეცხლის ანთების შემდეგ პატრიარქი ხალხის წინაშე ორი ანთებული სანთლით გამოდის. ცერემონიას იერუსალიმში ათასობით მომლოცველი და ადგილობრივი, სხვადასხვა დენომინაციის წარმომადგენელი ქრისტიანი ესწრება.

შემდგომ ამისა ცეცხლი სპეციალური ავიარეისებით მიაქვთ საბერძნეთში და სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში, ასევე, ქვეყნებში, რომლებშიც მნიშვნელოვანი მართლმადიდებლური სამრევლოებია. ასეთებია: სირია, საქართველო, ბულგარეთი, ლიბანი, რუმინეთი, ეგვიპტე, კვიპროსი, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი მონტენეგრო, ბელარუსი, უკრაინა და რუსეთი. ხშირია ცეცხლის დახვედრის ცერემონიები ოფიციალური საეკლესიო და სახელმწიფო პირების მხრიდან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *