Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საგზაო მოძრაობის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

საგზაო მოძრაობის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

საგზაო მოძრაობის ახალი კოდექსი ძველისგან განსხვავებით უფრო მკაცრი და ცალსახად კონკრეტული იქნება.

ტრადიციული ვარდისფერ ფურცელს, რომელზეც საგზაო პოლიცია მძღოლებს მოძრაობის წესების დარღვევის გამო ჯარიმას უწერდა, ელექტრონული ჯარიმის ფორმატი ჩაანაცვლებს. შესაბამისად ელ.პლატფორმა gov.gr-ის მეშვეობით მძღოლების პირად გვერდებზე იქნება ასახული ყველა ჯარიმა. 

მძღოლი, რომელიც მოძრაობის წესებს დაარღვევს, ელექტრონული ფოსტით (email) ან წერილობითი შეტყობინებით (sms) მიიღებს გაფრთხილებას და ჯარიმას, რომელშიც ასევე თანდართული იქნება ჯარიმის გადახდის კოდიც. 

ვადაგადაცილებული ჯარიმები, რომელთა დაფარვაც დროულად არ მოხდება, ავტომატურად გადაიგზავნება ელექტრონულადვე Taxisnet-ზე.

რათქმაუნდა მძღოლებს ექნებათ უფლება გაასაჩივრობ საგზაო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმა ელექტრონულად gov.gr-ის გამოყენებით, ჯარიმის გამოქვეყნებიდან 3 დღის განმავლობაში.

აღნიშნული ჯარიმები ავტომატურად აისახება მძღოლების ქულების სისტემაზეც. თუ რამდენი ქულა აქვს დარჩენილი მძღოლს შეუძლია შეამოწმოს ელექტრონულად.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯარიმის გადაუხდელობა არ აუქმებს ავტომატურად მართვის მოწმობას, თუმცა წარმოადგენს წინაპირობას მისი დაბრუნებისთვის, იმ შემთხვევაში თუ მოძრაობის წესების დარღვევისთვის მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთვა.  შესაბამისად მძღოლს, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობა არ შეუძლია დაიბრუნოს ის მანამ, სანამ არ გადაიხდის ჯარიმას. 

ელექტრონული ჯარიმების დაწერის პრაქტიკა დიდ ქალაქებში უკვე დაწყებულია და 2025 წლის ბოლომდე იგეგმება ამ მეთოდის სრულიად საბერძნეთის მასშტაბით გამოყენება. 

იმ შემთხვევაში თუ მძღოლებს არ აქვთ პირადი მონაცემები (ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა) მითითებული ელ.პლატფორმაზე ჯარიმა გაეგზავნებათ ტრადიციული მეთოდით. 

აღნიშნული სისტემის გამოყენება ხელს შეუწყობს გამჭვირვალობას, სამართლებრივი და ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებასა და დაჩქარებას და საგზაო მოძრაობის კოდექსის ეფექტურ მოქმედებას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *