პრაღა: ჯონ ლენონის კედლის დაარესების 45 წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება
პრაღა: ჯონ ლენონის კედლის დაარესების 45 წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება
სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღნიშავენ ლეგენდარული ჯგუფის The Beatles-ის წევრის, ჯონ ლენონის კედლის დაარსებას.
მომღერლის სკანდალური მკვლელობის შემდეგ, რომელიც 1980 წლის 8 დეკემბერს მოკლეს, კედელი სიმბოლოდ იქცა, სადაც ადამიანებმა მომღერლის შემოქმედებისა და მისი ხსოვნის საპატივცემულოდ გრაფიტის მოხატვა დაიწყეს.
თავდაპირველად კედელზე ჯონ ლენონის სახე გაჩნდა, შემდეგ ნაწყვეტები ბითლზის სიმღერებიდან. ამას ის ახალგაზრდები აკეთებდნენ პროტესტის ნიშნად, რომელთაც საბჭოთა კავშირის პერიოდში მსგავსი სიმღერების მოსმენას უკრძალავდნენ. თავისუფალი ახალგაზრდები და რეჟიმის დამცველები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ერთნი ხატავდნენ, მეორენი კედელს ერთ ფერში ღებავდნენ. ახალგაზრდებს ალკოჰოლიკებს, შეშლილებს და დასავლური კაპიტალიზმის აგენტებს უწოდებდნენ. ამ ახალგაზრდულ მოძრაობას ირონიულად “ლენონიზმიც” კი შეარქვეს.
ლენონის მკვლელობის შემდეგ, საყვარელი მომღერალი ახლა უკვე გმირად იქცა მათ თვალში, მიუხედავად იმისა რომ კედლის მოხატვის გამო ციხე ემუქრებოდათ, კედელი უფრო აქტიურად ივსებოდა ფერად-ფერადი გრაფიტით.


