ოჯახები გემების ბილეთების შეძენას მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეძლებენ
ოჯახები გემების ბილეთების შეძენას მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეძლებენ
ტელემაუწყებელ ΣΚΑΪ-ზე საზღვაო გადაზიდვებისა და კუნძლთაშორისი პოლიტიკის მინისტრმა, ვასილის კიკილიასმა, ისაუბრა ფასდაკლებებზე, რომლებსაც გემით მოგზაურობის მსურველი ოჯახები მიიღებენ პორტის მოსაკრებლების შემცირების პოლიტიკის გატარების გამო.
“სრულიად ევროპის მასშტაბით იყო გამოცხადებული, რომ გემების ბილეთების ფასი მოიმატებდა, ფასების მატება მოსალოდნელი იყო 13%-ით. ფასების მატება კი საწვავის ღირებულებამ გამოიწვია. თუმცა ჩვენ ფასების მატების შეჩერების გზა გამოვნახეთ და ამას ხვალიდან თქვენც იხილავთ. პორტის მოსაკრებლის 50%-ით შემცირების შედეგად გაიზრდება ტურიზმის რაოდენობა ქვეყანაში. სააღდგომოდ უკვე 3,2%-ით იყო შემცირებული ბილეთების ფასები, ხოლო 20-30%-ით კიდევ ბერძენი ოჯახებისთვის. ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ შევძლებდით ბილეთების ფასების შემცირებას და ამბობდნენ რომ კი არ იკლებდა ფასი, არამედ მოიმატებდა. თუმცა ახლა თამამად შემიძლია ვთქვა რომ ისინი ცდებოდნენ. ბილეთების ფასები მთელი სეზონის განმავლობაში უცვლელი დარჩება. ჩვენი მთავარი მიზანია ბერძენი ოჯახებისთვის გემებით მგზავრობა ფუფუნებას არ წარმოადგენდეს.”
