Latest news
კრიმინოლოგის მობილური ტელეფონი და საფულე იპოვეს როგორ უნდა აღმოიფხვრას ათენში საცობების პრობლემა Euro 7: 2026 წლის ბოლოდან ავტომობილებისთვის ახალი ეკოლოგიური მოთხოვნები ამოქმედდება The Guardian: ნოლანის „ოდისეამ“ შესაძლოა მესინია სამუდამოდ შეცვალოს საბერძნეთი: წყლის რესურსების მართვის ახალი მეთოდები საბერძნეთში „თეთრი ზონების“ პროექტი იწყება – 54 ახალი სადგური ციფრული ტელევიზიის დაფარვას გააფართოებ... სიროსზე ბავშვის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდა - აცხადებს 41 წლის ქალის ოჯახის ადვოკატი ოლიმპოს მთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა კირიაკოს მიცოტაკის: აგვისტოში დიზელის ფასი კიდევ 10 ცენტით შემცირდება ღალაცი: 80 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ორშაბათი, ივლისი 27, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ვინ გაიფიცება 1 მაისს და რა განრიგით გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ვინ გაიფიცება 1 მაისს და რა განრიგით გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

საპირველმაისო გაფიცვას შეუერთდებიან საჯარო მოხელეები, რომლებიც მე-13 და მე-14 ხელფასის დაბრუნებას და ხელფასების ღირსეულ მომატებას ითხოვენ.

მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა 1 მაისს 11:00 საათზე კორაის მოედნიდან იგეგმება.

10:30 საათიდან გადაკეტილი იქნება დედაქალაქის ცენტრი, რადგან სინდაგმის მოედნიდანაც გაიმართება ზოგადი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია 1 მაისთან დაკავშირებით.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გაფიცვას კერძო სექტორის თანამშრომლებიც შეუერთდებიან, რომლებიც მოითხოვენ რეაგირებას მომატებული ფასების დასარეგულირებლად.

კერძო სექტორის თანამშრომლების საპროტესტო აქცია 11:00 საათზე სათავეს კლავთმონოს მოედნიდან აიღებს.

გაფიცვას შეუერთდება საბერძნეთის საზღვაო ფედერაციაც.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე გადაადგილდება. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *